Episode Synopsis "ჯეინ ოსტინის ფესტივალი, როგორც გაქცევა მოწყენილობიდან"
ამ ზაფხულს კამპუსში გამაფებული უკიდეგანო მოწყენილობისა და სიცხისგან ისევ ქალმა მწერალმა გადამარჩინა. კენტაკის ქალაქ ლუივილში გამართულ ყველაზე მასშტაბურ ფესტივალს, რომელიც ინგლისელ მწერალს, ჯეინ ოსტინს ეძღვნება, მოხალისის როლში ვესტუმრე. ვიმუშავე ე.წ. "კართან", სადაც ფესტივალის სტუმრების რეგისტრაცია მევალებოდა, ვრეცხე და ვამშრალე მეცხრამეტე საუკუნის ჩაის ჭურჭელი და ბოლოს სტუმრებს ჩაითაც გავუმასპინძლდი. ამ ყველაფრის სანაცვლოდ ფესტივალზე უფასოდ შემიშვეს, ულამაზესი თეთრი კაბაც გადმომცეს, და, რაც მთავარია, მამოგზაურეს დროში. ფესტივალს, მეტწილად, ვინტაჟური კაბების სიყვარულის გამო ვესტუმრე, მაგრამ იქიდან ლინკდინში შესატანი გამოცდილებით და სამოტივაციო წერილში მოსაყოლი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. პოდკასტის ამ ეპიზოდში ყველაფერს დეტალურად ვიხსენებ. BONUS: სერიის შესავალში ვყვები, როგორ ვებრძვი შოპინგზე დამოკიდებულბას. ეპიზოდის სტუმრები: კერი ვრაითი - ფესტივალის მოხალისე ჟანეტ აბელი - ფესტივალის ორგანიზატორი LBCC Historical - ის წარმომადგენლები - ალიშა შოლტი და პატრიკ ბიუქსი (https://www.etsy.com/shop/LitttleBits) ფოტო: ჯანეტ აბელი (Janet Abell)
Listen "ჯეინ ოსტინის ფესტივალი, როგორც გაქცევა მოწყენილობიდან"
More episodes of the podcast J1
- SE2EP3 - დოქტორანტურა და მენტალური ჯანმრთელობა
- SE2EP2 - ამერიკა
- SE2EP1 - დაბრუნება
- Volunteering in the USA
- What makes me excitied about Dogwalking as a job?
- რუმმეითი - ოჯახის დროებითი წევრი ამერიკაში
- სამუშაო კულტურა ამერიკაში
- ნეკერჩხლის სიროფი, როგორც ინსპირაცია 👉🏿 ჩემი მეგობარი ჟან-მარი
- სამაგისტრო ნაშრომი ამერიკულად & Sweet Potato Pie
- მე და მარიამი ვოლმარტის ფილოსოფიას გიზიარებთ
- ელენე Burning Man-დან
- ჯეინ ოსტინის ფესტივალი, როგორც გაქცევა მოწყენილობიდან
- "ინგლისურის სწავლას რა უნდა?!"
- შესავალი