მე და მარიამი ვოლმარტის ფილოსოფიას გიზიარებთ

16/09/2019 33 min Temporada 1 Episodio 6

Listen " მე და მარიამი ვოლმარტის ფილოსოფიას გიზიარებთ"

Episode Synopsis

ჯანსაღი კვების რეჟიმი თითქმის ისეთივე მნიშვნელოვანია ამერიკაში სწავლისას, როგორც დავალებების მომზადება და ლექციაზე რეგუალური დასწრება. ამის მიუხედავად, სტუდენტობის პერიოდი ყველაზე სარისკო ეტაპია წონის მატების და ამით გამოწვეული დაავადებების განვითარების თვალსაზრისით. სტრესი და მარტო ცხოვრება ალბათ ორი მთავარი ფაქტორია, რის გამოც სტუდენტები კოლეჯის პერიოდში ე.წ. "ჯანქ" საკვებს ირჩევენ. მე და კიდევ ერთი ფულბრაითელი, მარიამ გამდლიშვილი ჩვენი კამპუსის სტუდიაში ჩამოვჯექით და ვყვებით ბრძოლაზე, რომელიც კამპუსიდან იწყება, ამერიკის ყველაზე მასშტაბურ სასურსათო-სავაჭრო ქსელში ვოლმარტში გრძელდება და, რა თქმა უნდა ჩვენი გამარჯვებით, ჩვენსავე სამზარეულოში სრულდება. ქართველები ვართ და აბა ისე როგორ. 
ამავე სერიაში დავამატე ახალი რუბრიკა - საერთაშორისო სტუდენტური ისტორიები. პირველი სტუმარი ტუნისელი დონია ჰამადია. მის ისტორიას სერიის ბოლოს მოისმენთ. 
სტუმრები:

მარიამ გამდლიშვილი - ფულბრაითის სტიპენდიანტი, სამხრეთ ინდიანას უნივერსიტეტი
დონია ჰამადი - გაცვლითი პროგრამის მონაწილე ტუნისიდან, სამხრეთ ინდიანას უნივერსიტეტი

More episodes of the podcast J1