Listen "SE2EP3 - დოქტორანტურა და მენტალური ჯანმრთელობა"
Episode Synopsis
ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს ეწყინებათ ამას თუ ვიტყვი, მაგრამ რომ არა პროფესიონალური თერაპია, ძალიან გამიჭირდებოდა ყოველდღიურობით ტკბობა. არ ვაკნინებ მეგობრებისა და ოჯახის როლს. მათი უპირობო სიყვარული რომ არა, საერთოდ არ მეყვარებოდა ჩემი თავი, მაგრამ თერაპია, როგორც ამ ეპიზოდშიც მოისმენთ, ვერსადროს ჩაანაცვლებს მეგობრებთან და მშობლებთან საუბარს. როგორც ანტიბიოტიკი სჭირდება ინფექციის დამარცხებას, ისე გვჭირდება კლინიკური ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი ჩვენი ტრავმებისა და გაუფლიტრავი ფიქრებისგან თავის დაღწევა რომ შევძლოთ.
მეორე სეზონის ამ ეპიზოდში მეტწილად ვსაუბრობ ჩემს გამოცდილებაზე მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის კუთხით, სტრესის მთავარ წყაროებზე, რომელთა შორის სადოქტორო ცხოვრების წილი უდიდესია, და იმაზეც, რა მეთოდებით ვმართავ მენტალურ სირთულეებს.
მოისმენთ ინტერვიუს კლინიკურ ფსიქოლოგ, პროფესორ შერლი ჩენსისთან, რომელიც რამდენიმე ათწლეულია ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში ცხოვრობს და მუშაობს როგორც კერძო პაციენტებთან, ისე სტუდენტებთან, რომლებიც სადოქტორო და სამაგისტრო საფეხურებს გადიან.
ინტერვიუში ვსაუბრობთ ჯგუფური და ინდივიდუალური თერაპიის მნიშვნელობაზე, და იმაზეც, რა მთავარი გამოწვევები აქვთ დოქტორანტებს, როდესაც ხელს აწერენ ხანგძღლივ, დამღლელ, და ზოგჯერ არასათანადოთ დაფასებულ შრომაზე.
პოდკასტის ამ ეპიზოდის მომზადებისთვის მადლობას ვუხდი ჯორჯიის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის დეპარტმენის ადმინისტრაციას, ასევე პროფესორ დონალდ ბარტლოუს, და ჩემს მეგობარს და კოლეგას, ასევე ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ქართველ სტუდენტს თეონა გოდერძიშვილს, რომელმაც ჩემი სტუმრის ინტერვიუ დაუზარელად გაახმოვანა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რჩევები და ისტორიები ეფუძნება ინდივიდუალურ გამოცდილებას, და არ ნიშნავს იმას, რომ თქვენც იმავე გამოცდილებას გაივლით თუკი დოქტორანტი გახდებით. ასევე გაფრთხილებთ, რომ ეპიზოდში ნახსენებია სუიციდის შემთხვევა.

More episodes of the podcast J1
SE2EP2 - ამერიკა
13/06/2023
SE2EP1 - დაბრუნება
03/05/2023
Volunteering in the USA
02/03/2020
რუმმეითი - ოჯახის დროებითი წევრი ამერიკაში
31/01/2020
სამუშაო კულტურა ამერიკაში
19/01/2020
მე და მარიამი ვოლმარტის ფილოსოფიას გიზიარებთ
16/09/2019
"ინგლისურის სწავლას რა უნდა?!"
17/08/2019